დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/08/01 10:23:52

30 ივლისს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე თბილისში, ინგოროყვას 22-ში ჩეკა-ს ყოფილ შტაბ-ბინასთან აღნიშნა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ჩეკას სახლში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატუსაღებულ, რეპრესირებულ და სიკვდილით დასჯილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურებისა ფოტოები და ბიოგრაფიული ცნობები.

 

სოვლაბის თანამშრომლებმა და საზოგადოების წევრებმა წაიკითხეს 1937-1938 წლებში სტალინური ტერორის სახელით ცნობილი რეპრესიების ტალღის დროს სიკვდილის დასჯილთა გვარები.

 

„უკვე მე-4 წელია, სოვლაბი ცდილობს 30 ივლისის საბჭოთა ტოტალიტარული მსხვერპლტა ხსოვნის დღედ დამკვიდრებას. აუცილებელია ამ პროცესში მეტი მოქალაქე ჩაერთოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დღეს, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ვხედავთ რომ ტოტალიტარული მონსტრი არსად წასულა. როგორც ამ ომის, ასევე რუსეთის საქართველოსთან მიმართებაში აგრესიის მამოძრავებელი სწორედ საბჭოთა ტოტალიტარიზმის მეხსიერებაა. ამიტომ აუცილებელია მთელი სისავსით გვესმოდეს რას ვუპირისპირდებით და რას ვიცავთ. ვიცავთ დემოკრატიული საქართველოს იდეას და ვიხსენებთ იმ ადამიანებს რომლებიც ამ იდეას ემსხერპლნენ,“ განაცხადა  სოვლაბის ბორდის თავმჯდომარემ ირაკლი ხვადაგიანმა.

 

ღონისძიებას დაესწრო საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, რომელმაც ასევე წაიკითხა დახვრეტილთა გვარები.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს დანაშაულები რომლებიც მე-20 საუკუნეში ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში იქნა ჩადენილი. დღეს არსებობს რუსეთის დიდი რევიზიონისტული და იმპერიალისტური გეგმა რუსეთის, რომელიც თავს ესხმის უკრაინას. დღეს ვხედავთ უწყვეტობას წარსულისა და დღევანდელ დანაშაულებებს შორის,“ აღნიშნა ელჩმა კოლასმა.

 

1937 წლის 30 ივლისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) გამოსცა ბრძანება ნომრით 004447 რომელმაც სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტალღას დაუდო სათავე. რეპრესიების ამ ციკლმა მილიონობით, საქართველოში კი ათეულ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა რამაც ქართულ საზოგადოებას კოლოსალური დამღა დაასვა.

 

ბოლო წლებში საქართველოში სტალინის 10-ზე მეტი ახალი ძეგლი დაიდგა, რაც რუსული დეზინფორმაციის წარმატებაზე მიანიშნებს. აშშ განვითარების სააგენტოს საინფორმაციო უსაფრთხოების პროგრამის მიერ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% მთლიანად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას რომ სტალინით მისი ქართული წარმოშობის გამო ქართველებმა უნდა იამაყონ.

 

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია 2010 წელს დაარსდა. სოვლაბის მიზანია საბჭოთა ტოტალიტარული წარსულისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის კვლევა და პოპულარიზაცია და საბჭოთა წარსულის თემატიკის დეზინფორმაციული მიზნებით გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 349
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია