დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის განათლება
ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტი უკვე ქუთაისში!
ავტორი: ნატო გუბელაძე
2022/06/12 12:50:54
10 ივნისს "ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტმა" ქუთაისში ფილიალი დააფუძნა.
ფილიალის გახსნა და სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში და მას საზოგადოების წამომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატი და DMO იმერეთის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული, მეღვინეობასთან დაკავშირებული ექსპონატების გამოფენა
ამავე დროს,ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ხელი მოეწერა მემორანდუმს, ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტსა და DMO იმერეთს შორის, ასევე - ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტსა და ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს შორის.
შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ ესაუბრნენ: სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, "მარანი ხეცურიანი"-ს დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი და კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წელს სკოლა განახორციელებს ორ სასწავლო პროგრამას:
სომელიე
მემარნე

სომელიეს კურსი - განკუთვნილია ჰოსპიტალიტი, ტურიზმის, სარესტორნო და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის და მისი ამოცანაა, ამ დარგებში ცოდნის განვითარება და სერვისის ამაღლება, როგორც ქუთაისში, ასევე - მთლიანად რეგიონში.
კურსი მოიცავს შემდეგს:
• მსოფლიოს წამყვანი მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონები | დეგუსტაცია;
• საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონები, ჯიშები, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები | დეგუსტაცია ;
• ღვინის შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა;
• შესავალი მევენახეობა-მეღვინეობაში;
• სომელიეს ხელოვნება;
• სერვისის უახლესი სტანდარტები HoReCa სექტორში
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა. მათ, ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მიანიჭებს Assistant Sommelier-ს სტატუსს.
კურსის ჩატრების თარიღი: 24, 25, 26 ივნისი
დრო: 10:00 – 16:00
მემარნის კურსი - განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს ან აპირებს, დაიწყოს ღვინის წარმოება და მოაწყოს საკუთარი მარანი.
კურსი მოიცავს შემდეგს:
• მევენახეობის საფუძვლები;
• მეღვინეობის საფუძვლები;
• ქვევრის ღვინის წარმოება;
• ღვინის ტურიზმი;
• ღვინის მარკეტინგი.
მნიშვნელოვანია:
სასწავლო პროგრამა შედგენილია მემარნეების ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვების და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, მსმენელებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სილაბუსების შექმნაში. ყველა მსმენელს შეეძლება, კურსის დაწყებამდე სკოლას წინასწარ მიაწოდოს კითხვები, რომლებიც პასუხობს მათ კონკრეტულ საჭიროებებს ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს დაეხმარება მას ვენახის, მარნის და ღვინის ხარისხის მართვაში.
კურსის ჩატარების თარიღი: 1, 2, 3 ივლისი
დრო: 10:00 – 16:00
ლექციებს წაიკითხავენ:

| შალვა ხეცურიანი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, მარანი ხეცურიანი -ს დამფუძნებელი;
| ლევან უჯმაჯურიძე - სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი;
| დავით ჩიჩუა - მეღვინე, ასოცირებული პროფესორი;
| გია პირადაშვილი - შატო მერე-ს დამფუძნებელი;
| თამაზ თამაზაშვილი - სომელიე, 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე;
| ანდრია ქურასბედიანი - რესტორანი ბარბარესთან - გენერალური მენეჯერი;
პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და DMO იმერეთი -ს მხარდაჭერით. 
ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალის მხარდამჭერები არიან: ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, DMO იმერეთი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, სასტუმრო ბესტ ვესტერნ ქუთაისი, Riedel Wine Glass Company.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია