დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიდება თავისუფლებას, დიდება!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, იმერეთში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/05/25 12:57:50
გთავაზობთ 26 მაისს იმერეთში დაგეგმილი ღონისძიებების რელიზს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა.

ქუთაისი:

26 მაისის აღსანიშნავად, ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება:
• მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები
• ისტორიული გამოფენები ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები
• სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები
• 17 საათისა და 10 წუთის საზეიმო აღნიშვნა.
• საღამოს დასკვნითი კონცერტი: ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, ანა ქურთუბაძე, ლუკა ჭოხონელიძე, ომა ფავორი, გიორგი ცხადაძე, მემე ჟორდანია, გიორგი ფუტკარაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მარიტა როხვაძე, სალომე ბაკურაძე და ჯგუფი ნიუტონი.
წყალტუბო:

• 11 : 00 სთ - მარათონი, გარბენი ქალაქის რკალზე (ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების“ სპორტსმენები).
• 13:00 საათი - შეჯიბრი მკლავჭიდში ( ღონისძიება გაიმართება სპორტის სასახლეში)
• 15:00 საათი - ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია ,, ეს დღე ჩვენია“ (ღონისძიება გაიმართება საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’)
სამტრედია:
• 12.00 საათი- მომავლის პარკში ადგილობრივი სპორტსმენებისა და მოხალისეების მონაწილეობით გაიმართება მკლავჭიდი; ქართული ჭიდაობა-"ფალავნობა" ; ჭადრაკი.
• 15.00-18.00სთ ილორის იპოდრომი- გაიმართება დოღი 5 სხვადასხვა დისტანციაზე, მონაწილეობს სამტრედიის, ახმეტის, აბაშის, ჩოხატაურის, ზუგდიდის და თბილისის სპორტული ცხენები.
თერჯოლა:

დაგეგმილია სკანდეს ციხეზე სახელმწიფო დროშის აღმართვა და ტრადიციულად კულტურული ღონისძიების გამართვა.
საჩხერე:

13.00 - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ღვაწლმოსილი პიროვნებების პატივგების ცერემონიალი:
1. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალი (ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქუჩა);
2. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის ბიუსტი (თამარ მეფის ქუჩა);
3. პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ივანე გომართელის ბიუსტის გახსნა (საჩხერის სამედიცინო ცენტრის ეზო, ივ. გომართლის ქუჩა);
3. შინმოუსვლელთა მემორიალი - (მერაბ კოსტავას ქუჩა);
4. საქართველოს ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას მემორიალი (მერაბ კოსტავას ქუჩა);
• 13:45 - პროფესორ ჯურხა ნადირაძის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამოფენა - მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი;
• 14.00 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი - მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი;
• 15.00 - ,,მომავალი ჩვენია...“ - მარინა ჯანაშიას სახელობის თეატრალური სალონი „პარნასი“ - ლიტერატურული კომპოზიცია (საჩხერის სამუსიკო სკოლა).
ზესტაფონი:

• 10.30 საათი შეკრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მსვლელობა შორაპნის ციხეზე (მონაწილეები: დაინტერესებული პირები; ჩოხოსნები; ახალგაზრდული საბჭოს წევრი ახალგაზრდები; შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები-შემოგვიერთდებიან ადგილზე)
• 11.00 საათი - შორაპნის ციხე, საქართველოს ეროვნული დროშის აღმართვა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნის ფონზე; კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ანსამბლის მიერ შესრულდება ორი საგალობელი.
• ციხეზე მდებარე ეკლესიაში მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდა.
• 12.30 საათი - ა(ა)იპ სიმონ საყვარელიძის სახ. სპორტულ სკოლაში ტრადიციული ქართული ჭიდაობა.
• 13.30 საათი - ა(ა)იპ ელდარ შალამბერიძის სახ. ხელოვნების სკოლის ფოიეში ჭადრაკის ტურნირი.
• 14.00 საათი - ა(ა)იპ მიხეილ სალაძის სახ. სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში საფეხბურთო ტურნირის ფინალი.
• 16.00 საათი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი - ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით (კულტურის ცენტრის დარბაზი ან ახალი სკვერის ტერიტორია).
ტყიბული:

• 11:00 სპორტული ღონისძიება " გარბენი"( ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობით)
• 12:00 "ბაგირის გადაწევა"
• 15 :00 ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თემატური გამოფენა
• 15:00 საქალაქო ბიბლიოთეკებში თემატური გამოფენა
• 16:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა გამოფენა მერიის შენობის წინ და მოლბერტებზე ხატვა
• 17:00 საზეიმო ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში ადგილობრივი თვით-მოქმედი კოლექტივების მონაწილეობით
• 15:00 სოფელ ძმუისის კლუბში კონცერტი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით
• 14:00 საწირის სასოფლო კლუბში ფოტო გამოფენა, სპორტული სამაგიდო თამაშები და კონცერტი სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი მხატვრული ნომრებით
ვანი:

ქ. ვანში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება კონცერტი. მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ: გუჯი ძაგნიძე, ნუცა ნიკოლეიშვილი, შოთა და პავლე რამიშვილები, ქ. ვანისა და სოფელ შუამთის ფოლკლორული გუნდები.
ქორეოგრაფია:
1. ცეკვა: ქართული, ილოური, ხორუმი-ხელმძღვანელი რიტა ორმოცაძე;
2. ცეკვა ,,აჭარული“- ანსამბლი ,,საჩინო“, ხელმძღვანელი დათო ნაფეტვარიძე;
3. ცეკვა ,,მთიულური“-ანსამბლი ,,იმედი“, ხელმძღვანელი გელა ხურციძე.
ლექსებს წაიკითხავენ: გიორგი ხურციძე და ნატა მსხილაძე.
ღონისძიება გაიმართება 13 საათზე, დამდგმელი ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მსხილაძე.

ხარაგაული:
• 11:00 სთ - ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლის გვირგვინით შემკობა.
• 13:00 სთ - კინოთეატრში, ხარაგაულის შემოქმედებითი ძალების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი.
• 15:00 სთ - მსვლელობა ჩხერის ციხეზე, სადაც აღიმართება საქართველოს დროშა. გაიმართება ლიტერატურული კომპოზიცია.
ხონი:
• 13:00 - სიყვარულის სკვერი - რემბრანდტის გრავიურების (სამუზეუმო ასლების) გამოფენა.
• 13:00 - სიყვარულის სკვერი - სპორტული ღონისძიება ომის ვეტერანებს შორის ნარდსა და შაშში.
ჭიათურა:

მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება კულტურის ცენტრის ეზოში:
• მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები
• ისტორიული გამოფენები
• ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები
• სპორტული აქტივობები
• კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები
• საღამოს დასკვნითი კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „ფორტე“ და „გაგა ფრანი“.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია