დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერული ღვინის კონკურსი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/04/30 02:42:00

დასრულდა იმერული ღვინის კონკურსი რომელიც ქართული ღვინის გილდიის ეგიდით, DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებითა და გამომცემელი მედიაკომპანია N Line Media მხარდაჭერით 2-3 აპრილს გაიმართა თბილისში. კონკურსის მიზანი იყო იმერული ღვინის პოპულარიზაცია და იმერული ვაზის ჯიშის ყურძნისგან წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოჩენა.

 

კონკურსზე, რომელიც ჩატარდა 100 ქულიანი სისტემით, “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) – რეზოლუციის (RESOLUTION OIV/CONCOURS 332A/2009) სტანდარტების მიხედვით, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი დეგუსტატორების მიერ შეფასდა 49 მწარმოებლის 85 ღვინის ნიმუში. აქედან 80 და ზემოთ ქულა მიიღო - 37-მა ნიმუშმა. 90 ქულა და ზემოთ მიიღო - 10 მა ნიმუშმა. გაიცა 5 ბრინჯაო, 8 ვერცხლი, 19 ოქრო, 5 დიდი ოქრო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეღვინეობები, რომლებსაც რამდენიმე ნიმუში და შესაბამისად რამდენიმე მაღალი ქულა აქვთ მიღებული. - ჭური ჩინებული, საზანოს ღვინის მარანი, მეღვინეობა ნიოსები, ვილა მოსავალი, უჩას ღვინო. გრან-პრის მფლობელები გახდნენ მეღვინეობებიზოდი“,“ჭური ჩინებული“, „ბაგრატის ღვინო“, „მარანი ნიოსები“, საზანოს ღვინის მარანი.

 

გამარჯვებულთა დაჯილდოება 30 აპრილს ქუთაისში, სასტუმრო „King David“-ში გაიმართა. გამარჯვებულებს, გადაეცათ ბროლის ჯილდოები და სერთიფიკატები.

 

ფოტორეპორტაჟი იხილეთ: ბმულზე!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია