დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპატრიარქო: დაუშვებელია სასულიერო პირმა მორწმუნეებს აუკრძალოს აცრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/30 15:10:53

საქართველოს საპატრიარქო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ დაუშვებელიასასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს აცრა ან აცრის გამო შეუზღუდოს ზიარება.

 

საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ რომ ეკლესიაიძულებით ვაქცინირებასმხარს ვერ დაუჭერს.

 

უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა”, – წერია განცხადებაში.

 

მათივე განმარტებით, ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რადგანეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია.”

 

კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს”, ნათქვამია განცხადებაში.

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიმდინარე წლის 18 მარტს პატრიარქს შეხვდა და მასთან ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა. მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებოდა, არ გამართლდა.

 

საპატრიარქომ დააფიქსირა პოზიცია, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ, – განაცხადა მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა.

 

მინისტრის პატრიარქთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სინოდსა და მღვდელმთავრებს მიმართა და ვაქცინაციის პროცესშიგვერდში დადგომა სთხოვა.

 

მისი თქმით, ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.

 

გამყრელიძის განცხადებას წმინდა სინოდიდან მხოლოდ მეუფე ანანია გამოეხმაურა. მეუფის თქმით, მას მიაჩნია, რომ ვაქცინაცია საჭირო და აუცილებელია. ამ დროისთვის, სასულიერო პირების მხოლოდ მცირე ნაწილი საუბრობს აცრის აუცილებლობაზე. სინოდის წევრებიდან კი ცნობილია, რომ მხოლოდ მელქისედეკ ხაჩიძე და დიმიტრი შიოლაშვილი აიცრნენ.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეპარქიებიდან ერთადერთი, ვინც ანტივაქსერული განწყობები არ გააღვივა ფოთისა და ხობის ეპარქია იყო. პირველ სექტემბერს მათ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სასულიერო პირებისგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებები დაუშვებელია.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვნების უმრავლესობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია. 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მოღვაწე 47 სასულიერო პირიდან 35– ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს.

 

წყარო: www.jam-news.net

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია