დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/15 22:53:00

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებშჩარიცხულ  იძულებით გადაადგილებულ პირებს,  სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

 

პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის  დასაქმების პერსპექტივის შექმნა წარმოადგენს.

 

პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 15  დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

 

·         თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;

·         გორი, სამების ქ. N1;

·         რუსთავი,  კოსტავას ქ. N20;

·         ქუთაისი,  აბაშიძის გამზ. N27;

·         ზუგდიდი,  აღმაშენებლის ქ. N106.

 

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 560
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია