დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
კონცერტების ციკლი „ქართული მუსიკა ორბელიანების სასხლეში“
2021/04/02 17:27:04

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 1 აპრილიდან  იწყება კონცერტების ციკლი  „ქართული მუსიკა ორბელიანების სასხლეში“, რომელზეც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.

 

კონცერტების მიზანი, როგორც ქართული მუსიკის პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერი, უცნობი ავტორებისა და მუსიკოს-შემსრულებლების წახალისებაა. მნიშვნელოვანია. რომ კონცერტების სერია გარკვეულწილად უკავშირდება ორი დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის 150 წლისა და  რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს აღნიშვნასაც.

 

საქართველოს პრეზიდენტის სურვილია, რომ პანდემიის პირობებშირომლებმაც განსაკუთრებულად შეაფერხა ქვეყანაში კულტურული პროცესები, ახალგაზრდა შემსრულებლებს: სტუდენტებს, მოსწავლეებს, ახალგაზრდა კომპოზიტორებს მიეცეთ კონცერტების გამართვისა და მათი ხელოვნების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის საშუალება.

 

კონცერტები ორბელიანების სასახლეში პანდემიის რეგულაციების სრული დაცვითა და გათვალისწინებით ჩატარდება.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოში არსებულ  სამუსიკო სასწავლებელბს მიიღონ მონაწილეობა პროექტში და სურვილის შემთხვევაში მიაწოდონ ინფორმაცია სასწავლებლის მოსწავლეების/სტუდენტების, მუსიკალური ანსამბლების შესახებ, რომელთა რეპერტუარშიც არის ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია