დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია!
"დაგვიბრუნეთ რიონის ხეობა!" - მრავალათასიანი აქცია ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/02/28 23:41:54

 

დღეს, რიონის ხეობის მცველთა პროტესტის 127- დღეს,მრავალათასიანი აქცია გაიმართა ქუთაისში. ეს მასშტაბური აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.


პროტესტს ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და რიონის ხეობის მცველებთან ერთად, გარემოს დამცველებიც შეუერთდნენ.


აქციის მონაწილეები მთავარი მოთხოვნაა, რომ კომპანია ენკამრიონის ხეობა დატოვოს და შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობა. მათი თქმით, 576 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანიას 99 წლით გადასცა, სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.


აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს, რომ თურქულ კომპანია ენკასთანგაფორმებული ხელშეკრულება გაუქმოს და თავად თურქულმა კომპანიამ კი რიონის ხეობა დატოვოს.

 

გაგვიწიოს ხელისუფლებამ ანგარიში და უკან წაიღოს თავისი დადგენილება. დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია. ჩვენ ჩვენს ღირსებას დავიცავთ ბოლომდე. ჩვენ საკუთარი მიწის დაცვა არადროს მოგვწინდება.


თუ ამას არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, ჩავთვლით, რომ პირდაპირ პროვოცირებას ახდენს დაპირისპირების სამართალდამცავებთან და თურქულ კომპანიასთან, ჩვენ დავდგებით აქაც, წავალთ გარეჯშიც. ჩვენ ქართველი ხალხი არ ვიყიდებით. ჩვენს უფლებებს დავიცავთ მშვიდობიანად. მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილ მოქალაქეებს.


***

 

7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემთხვევაში ნამოხვანჰესი დაინგრევა, ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს. მან ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ისაუბრა.

 

მისი თქმით, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის გათვლილი მოსალოდნელი რისკები.

 

"პროექტი არ არის გათვლილი შესაძლო რისკებზე, გაცილებით ნაკლები სიმძვლარის მიწისძვრაზე არის გათვლა.  7 მაგნიტუდის სიმძლავრის შემთხვევაში, ნამოხვანჰესი დაინგრევა. საერთოდ არ არის გათვალისწინებული მეწყრული პროცესები. რაც შეეხება კომპანიის გამოცდილებას, აქ მაქვს დოკუმენტაცია, რომელიც გადმომცა კომპანიის მენეჯერმა, მაგრამ მე ვერ ვნახე, რომ ამ კომპანიას კაშხლური ტიპის მშენებლობების გამოცდილება ქონდეს. კავკასია არის ახალგაზრდა მთათა სისტემა, აქ ყველაფერი მოძრაობს და თურქეთს მსგავსი გეოლოგიური პრობლემები არ აქვს", - აცხადებს თეა გოდოლაძე.

 

 მისივე თქმით, კომპანიაზე მშენებლობის უფლების გაცემა არის დანაშაული, ქართული კანონმდებლობით კი.


***


აქციასთან დაკავშირებით სოციალური ქსელით თავიანთი აზრი გაავრცელეს ქუთაისის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა:

 

ლია კუხიანიძე, (პედაგოგი): "რიონი საქართველოს დედა მდინარეა, დედა კი არ იყიდება" ეს იყო დღევანდელი აქციის ტრანსპარანტებიდან ერთ-ერთი და რაოდენ სულისა და გულის შემძვრელი იყო ის, რომ ადამიანთა ასე ორგანიზებული, გაწონასწორებული, მაგრამ ემოციური და ქართულმუხტიანი შეკრების მონაწილე რახანია აღარ ვყოფილვარ, რაც უდავოდ მისი წამყვანის, ვარლამ გოლეთიანის, დამსახურებაა. ყველაფერი იყო ისეთი, უძველესი კულტურის საზოგადოებას რომ ეკადრება. არც ერთ გამომსვლელს სიტყვა არ გადასცდენიᲐ, არც მუქარა, არც გადადექი- გადმოდექი, მაგრამ მკაცრი გაფრთხილება და მზადყოფნა ბრძოლის გასაგრძელებლად. თუ ხალხის ხმა ყურად არ იღეს, 14 მარტს ისევ შევიკრიბებით მოედანზე. ერთმა გამომსვლელმა თქვა, განგების გარეშე არაფერი ხდება და ყველაფერი რაც გვჭირს, იქნებ იმიტომაა, მამულის დაკარგვის შიშმა რომ გაგვაერთიანოსო. მე დღეს გაერთიანებული საქართველო ვიხილე. ღმერთმაც ქნას რიონის ხეობის გუშაᲒთა დაწყებული ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს.

 

ნანული ცხვედიანი (ჟურნალისტი): დღეს ნამდვილი აკადემიური სახალხო შეკრება გაიმართა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე! ნამოხვანჰესის მშენებლობისა და რიონის ხეობის გასხვისების საწინააღმდეგო მიტინგზე არც ერთი პოლიტიკოსისათვის არ მიუციათ სიტყვა, ლაპარაკობდნენ და პოზიციას გამოხატავდნენ მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეები - უბრალო ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად შესტკივათ გული გაყიდულ ქართულ მიწებზე, რიონის ხეობაზე, გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროების წინაშე მდგარ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე.

თითოეული გამოსვლა აღსავსე იყო დიდი გულწრფელობით და მოქალაქეობრივი შემართებით, შორს იდგა იმ ყალბი პათოსისა და რიტორიკისაგან, რომლითაც გამსჭვალულია ხოლმე პარტიული მიტინგები და აქციები.

ჩემი ღრმა პატივისცემა ახალგაზრდა თავკაცს ვარლამ გოლეთიანს და ათეულობით დღე - ღამის მანძილზე კარვებში მყოფ თითოეულ მოქალაქეს, ასევე ყველა იმ პატრიოტ ადამიანს, რომელიც გულისა და გონების კარნახმა მიიყვანა დღეს ქუთაისის ცენტრში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია