დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში პროფესიონალები ჩაერთვებიან
2021/02/12 21:55:00

ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის
ხელშეწყობის ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg
Wine Media”
მიერქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამისფარგლებში
ხუთი ღვინის პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის მიზნითსემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს
ჩაატარებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და  კომპანიის  „Meiburg Wine
Media”
პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის
მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

 

სერტიფიკატები მიიღეს შემდეგმა ღვინის პროფესიონალებმა: ღვინის მაგისტრი
ჟულიენ ბულარი (Julien Boulard MW, კომპანია Zhullian Wines
დამფუძნებელი); დორიან ტენგი (Dorian Tang, კომპანია ASC Fine Wines
ნაციონალური განათლების დირექტორი; ლინგზი ჰე (Lingzi He, გრაპეას
ინსტიტუტის დირექტორი);  ტანგ ზუ (Tang Zhu, საკონსულტაციო კომპანია
Dragon Phoenix-
ის ღვინის ლექტორი); რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei,
ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანია Tasting
Annex-
ის დამფუძნებელი, დირექტორი და მთავარი კონსულტანტი). მათ
პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია,
დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, კულტურა და
ტრადიციები.

 

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის
ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, სხვადასხვა
მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია