დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესზე ვანო მერაბიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა:
“პარასკევს ორის ნახევარზე წამიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, თვალები ახვეული მქონდა. იქ დამხვდა 2 პიროვნება, მათ შორის ერთი – გენერალური პროკურორი. შემომთავაზეს დავხმარებოდი ჟვანის საქმის გახსნასთან დაკავშირებით და მითხრეს, ჩვენების სანაცვლოდ, რაც ფული გაქვს მოპარული, აიღე და წადი საქართველოდანო.
მათი თქმით , მე უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია სააკაშვილის “ნაშოვნი ფული”-ს ადგილსამყოფელზე. მე ვუთხარი, რომ მიშას არ აქვს მნიშვნელოვანი თანხები , მიშა და კორუფცია ერთად წარმოუდგენელია. ასევე ჯვანიას საქმეზე განვუცხადე მათ, რომ ნუთუ დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ კითხვები კიდევ არსებობს. მე არასოდეს არ მინახავს სასჯელაღსრულების თანამშრომელი ეკეჩავებოდეს ბრალდებულს.”
ვანო მერაბიშვილმა და ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სასამართლო დარბაზი.
წყარო"თავისუფალი ზონა"